ახალი ამბები

ხიდაშელის თქმით, თუ დელტას საქმიანობაში დარღევა არ გამოიკვეთება, ძოძუაშვილი დაბრუნდება თანამდებობაზე.

19 მაისი, 2016 • 1662
ხიდაშელის თქმით, თუ დელტას საქმიანობაში დარღევა არ გამოიკვეთება, ძოძუაშვილი დაბრუნდება თანამდებობაზე.

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, “დელტას” საქმიანობის შესწავლის შემდეგ თუ დარღვევა არ გამოიკვეთება, მაშინ გენერალური დირექტორი, უჩა ძოძუაშვილი დაბრუნდება სამსახურში.

“საზოგადოების მაღალი ინეტრესი, რომელიც ამ საკითხმა გამოიწვია, იყო მთავარი მიზეზი. ჩვენ არ ვაკეთებთ არასოდეს იმის იგნორირებას, რაც საზოგადეობის ინტერესებშია… დაიწყო თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა ამ ინტერესის დასაკმაყოფილაბლად და რეალობის საზოგადოების წინაშე საჩვენებლად. გაირკვევა ყველაფერი და იმის შესაბამისად იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება”, – განუცხადა “კურიერს” თინა ხიდაშელმა.

მინისტრის თქმით, თუ არ გამოირკვევა დარღვევა, მაშინ ძოძუაშვილს დააბრუნებს თაბანამდებობაზე.

თავდაცვის სამინისტრომ 16 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უჩა ძოძუაშვილმა დატოვა “დელტას” გენერალური დირექტორის თანამდებობა, რადგან სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, თუ რატომ ვერ მოხერხდა ღრუბლების საწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება კახეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი