ახალი ამბები

“დელტას” გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს

18 მაისი, 2016 • 2167
“დელტას” გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

როგორც უყებაში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, გათავისუფლების მიზეზი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოქმედების პრობლემებია.

თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით,   გენერალური ინსპექცია კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. ამის შესახებ განცხადება სამინისტროს პრესსამსახურმა 16 მაისს გაავრცელა:

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დევალა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შეისწავლოს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი