ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” არაოფიციალური სია

18 მაისი, 2016 • 1949
“ნაციონალური მოძრაობის” არაოფიციალური სია

დღეს, 18 მაისს “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის არაოფიციალური ვერსია გავრცელდა. სია “პირველმა რადიომ” გაავრცელა და მასში პარტიის ცნობილი სახეები არ არიან წარმოდგენილი. სიიდან ერთ-ერთი პოლიტიკოსი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ რეგიონალურ  კონფერენციაზე ის ნამდვილად შეარჩიეს, თუმცა დეპუტატი პაატა ლეჟავა ამბობს, რომ სიის საბოლოო ვარიანტი არ არსებობს.

“ნაციონალური მოძრაობის” ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის საარჩევნო სია შემდეგი პრინციპით დაკომპლექტდება:

“სიაში ცენტრალური ოფისის და რეგიონალური გაერთიანებების წარმომადგნელები განთავსდებიან მიმდევრობით;  პირველ ათეულში პირველი ნომერი იქნება ცენტრალური ოფისის წარმომადგენელი, მეორე- რეგიონების ქვოტის, მესამე- ისევ ცენტრალური ოფისის, მეოთხე- რეგიონალური ქვოტის და ა.შ. 10-ის ჩათვლით.
მეორე ათეულში პირველი ადგილი დაეთმობა რეგიონის წარმომადგენელს, მეორე -ცენტრალური ოფისის წარმომადგენელს და ა.შ. მონაცვლეობით შესაბამისი სუბიექტების ქვოტების ამოწურვამდე. (ცენტრალური ოფისი -14, რეგიონული გაერთიანებები – 16);   რეგიონულ გაერთიანებებს პარტიის სამდივნოსთან კონსულტაციის შედეგად უფლება აქვთ გაუცვალონ (დაუთმონ) ერთმანეთს ქვოტები.”

გავრცელებულ სიაში არ არიან  ტარიელ ლონდარიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, შოთა მალაშხია, ჩიორა თქათაქიშვილი, გიორგი ბარამიძე, გივი თარგამაძე, გიორგი კარბელაშვილი, პაატა ლეჟავა, ზურაბ მელიქიშვილი, აკაკი მინაშვილი, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი და სხვები.

პაატა ლეჟავა ამტკიცებს, რომ სიის ეს ვარიანტი ოფიციალური არ არის. ის ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თავად პარტიის სიაში არ იქნება:

“ეს არაოფიციალურად გამოქვეყნდა და ეს სია ჩვენი პარტიის სია არ არის. ამაზე პარტიამ გააკეთა კიდეც განცხადება. ჯერჯერობით სიის საბოლოო ვარიანტი არ არსებობს, ახალი სახეების თხუთმეტკაციანი სიაა მხოლოდ გაკეთებული.  პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ სიას ვაქვეყნებდით, ხოლო დანარჩენი გამოქვეყნდება მაშინ, როცა ჩავატარებთ ყრილობას,” – ამბობს ლეჟავა.

ამ სიის 37-ე ნომერი მამუკა საღარეიშვილია, რასაც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ადასტურებს:

“რეგიონალურ კონფერენციაზე ჩატარდა არჩევნები, იქ მოხდა ჩემი არჩევა, წყალტუბოში იყო ეს არჩევნები, იმერეთს ჰქონდა ოთხი კვოტა პირველ ორმოცეულში.”

საღარეიშვილის განმარტებით,  იმერეთისთვის გამოყოფილი  კვოტებიდან მეექვსე ადგილზე აირჩიეს ოთარ კახიძე, მეცამეტეზე- კაკო ბობოხიძე, მეცხრამეტეზე- გია თევდორაძე:

“ოცდამეთვრამეტე ვიყავი მე, მაგრამ, ეტყობა, ვიღც გამოვიდა სიიდან და ერთი ადგილით გადავედი წინ. “

საღარეიშვილი ამბობს, რომ ანალოგიური კონფერენციები სხვა რეგიონებშიც ჩატარდა და კანდიდატები შეარჩიეს:

“დავით ბაქრაძემ რაც განაცხადა, პირველად მოხდა საქართველოში, რომ რეგიონებიდან არა მატო მაჟორიტარები , არამედ თავისი წარმომადგენლები ეყოლებათ სიაში.”

გავრცელებული სიაში ადგილები შემდეგნაირად არის განაწილებული:

  1. დავით ბაქრაძე.
  2. ელენე ხოშტარია.
  3. რომან გოცირიძე.
  4. ნიკა მელია.
  5. გიორგი ტუღუში.
  6. ოთარ კახიძე.
  7. სალომე სამადაშვილი.
  8. ირაკლი აბესაძე.
  9. სერგი კაპანაძე.
  10. სერგო რატიანი.
  11. გიორგი კანდელაკი.
  12. ლელა ქებურია.
  13. კაკო ბობოხიძე.
  14. გიგა ბოკერია.
  15. თენგიზ გუნავა.
  16. ირმა ნადირაშვილი.
  17. აზიკა სულეიმანოვი.
  18. თიკა ბოკუჩავა.
  19. გიორგი თევდორაძე.
  20. ზურა ჭიაბერაშვილი.
  21. ლაშა დამენია.
  22. ხათუნა გოგორიშვილი.
  23. ნიკოლოზ ნაყოფია.
  24. ზაზა კედელაშვილი.
  25. მამუკა ჩიქოვანი.
  26. გიგი წერეთელი.
  27. გიორგი ღვინიაშვილი.
  28. ასმათ დიასამიძე.
  29. მიშა მაჭავარიანი.
  30. ბადრი ბასიშვილი.
  31. ზურა ჩილინგარაშვილი.
  32. ნინო კალანდაძე.
  33. დიტო ძაგნიძე.
  34. ლევან თარხნიშვილი.
  35. ლევან კონჯარია.
  36. სოფიო სიუკაევა.
  37. მამუკა საღარეიშვილი.
  38. ნინო კვიტაიშვილი.
  39. ბესიკ კვიციანი.
  40. დავით დარჩიაშვილი.
  41. ხათუნა ბერძენიშვილი.
  42. ლალი რამინაშვილი.
  43. კახა მიქელაძე.
  44. ბესო წერედიანი.
  45. ზვიად დუშმანაშვილი.
  46. გევორქ შუშანიანი.
  47. ლაშა იმერლიშვილი.
  48. თამარ დალაქიშვილი.
  49. ოთარ სირაძე.
  50.  ვიტალი გოგუაძე.
  51. ნატალია ბაბუხადია.
  52. ბაკურ მგელაძე.
  53. ლევან ბაღაშვილი.
  54. როინ მახარობლიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი