სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში 42 უვადო პატიმარი შიმშილობს

18 მაისს, დილით, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში 42 უვადო პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. მსჯავრდებულები 2012 წლის 28 დეკემბერს გამოცხადებულ “ამნისტიის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას და მათთვის უვადო პატიმრობის მოხსნას ითხოვენ.

“შიმშილობა დღეს დილიდან დაიწყეს. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიაში ხარვეზების ჩასწორებას ითხოვენ, რაც რეალურად გულხმობს იმას, რომ სასჯელის 1/4 შეუმცირდეთ,” – განუცხადეს ნეტგაზეთს სასჯელაღსრულების სამინისტროში.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის 28 დეკემბრს, ამნისტიის შესახებ კანონის (N 202) საფუძველზე, პატიმართა დაახლოებით 60% გათავისუფლდა, რაც თავისი მასშტაბებით იყო უპრეცედენტო. ამნისტია შეეხო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნაკლებად მძიმე დანაშაულებს. კანონპროექტის ავტორებ აცხადებდნენ, რომ ამინისტია სულ 15 ათასამდე პატიმარსა და მსჯავრდებულს შეეხებოდა. 2012 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ამნისტია მოიწონეს სახალხო დამცველმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.