ახალი ამბები

3 737 400 ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სამების ტაძრის რესტავრაციისთვის

18 მაისი, 2016 • 2739
3 737 400 ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სამების ტაძრის რესტავრაციისთვის

საქართველოს მთავრობის 5 მაისის განკარგულების თანახმად, სამების ტაძარში გაჩენილი ხანძირს შედეგად დაზიანებული ინფრაქტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 737 400 ლარი გამოიყო.

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ეს თანხა საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოყოს.

20 მარტს სამების ტაძარში მომხდარი ხანძარის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ  ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარდა, რათა ხანძრის შედეგები დროულად ყოფილიყო აღმოფხვრილი. როგორც სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილემ, არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ განაცხადა, ცეცხლი საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა 1200 კვადრატული მეტრი ფართობი.

მთავრობის განკარგულება სამების ტაძრის რესტავრაციის დაფინანსების შესახებ

მთავრობის განკარგულება სამების ტაძრის რესტავრაციის დაფინანსების შესახებ

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის ბიუჯეტით, საპატრიარქოსთვის 25 მილიონი ლარის გამოყოფა არის გათვალისწინებული. ამავე რაოდეობის თანხა მიიღო საპატრიარქომ ბიუჯეტიდან 2015 წელსაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი