ახალი ამბები

ალასანია: “კაბელების საქმეზე” მსჯავრდებულების შეწყალებისთვის პრეზიდენტს არ მივმართავთ

18 მაისი, 2016 • 1337
ალასანია: “კაბელების საქმეზე” მსჯავრდებულების შეწყალებისთვის პრეზიდენტს არ მივმართავთ

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია აცხდებს, რომ არ გეგმავს, პრეზიდენტს მიმართოს თავდაცვის სამინისტროს მაღაჩინოსნების საქმის მსჯავრდებულების შეწყალების თხოვნით.

“რაც შეეხება მიმართვას პრეზიდენტისთვის შეწყალებაზე, ჩვენი პარტია ასეთ მიმართვას არ გეგმავს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის ხედვა და მათ შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ. მე, უბრალოდ, ვთვლი, რომ თავისთავად ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი, ვიცი, რომ ძალიან შეწუხებულია ამ ადამიანების ბედით და ის საკუთარ გადაწყვეტილებებს მიიღებს,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს: გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღეს, 18 მაისს, პარტია “ეროვნულმა ფორუმმა” მიმართა პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს მსჯავრდებულები.

ალასანიამ პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

“მინდა უდიდესი მადლობა გადავუხარო ყველა პოლიტიკურ ძალას, ორგანიზაციას, რომლებმაც ასეთი სოლიდარობა გამოიჩინეს 5 უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმის ფაქტის და მათი ოჯახების მიმართ. მათი ოჯახებისთვის ეს სოლიდარობა არის უმნიშვნელოვანესი. მე ძალიან მიხარია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ერთის გარდა, ასეთი სოლიდარობა გამოიჩინა,”- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი