ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი და სარგსიანი რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ

17 მაისი, 2016 • 1520
ალიევი და სარგსიანი რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ვენაში 16 მაისის შეხვედრის დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება კონფლიქტის ზონაში შემდგომი ძალადობის რისკის შესამცირებლად მონიტორინგის ნაბიჯებზე, მათ შესრულებაზე და ინციდენტების გამოძიების მექანიზმების დანერგვაზე, ასევე, OSCE [ეუთოს] თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის ჯგუფის გაფართოების შესაძლებლობებზე და მოლაპარაკებათა პროცესის შესაძლო აღდგენაზე.

ასევე, პრეზიდენტები შეთანხმდნენ მოლაპარაკებათა შემდგომი რაუნდის ივნისში გამართვაზე.

ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის შეხვედრა მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნების თანათავმჯდომარეების ინიციატივით შედგა. შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის მინისტრი ევროპულ საკითხებში არელმ დეზირი, ელჩები და ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

ფოტო: news.am

ფოტო: news.am

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება განსაკუთრებით 2016 წლის 2 აპრილის შემდეგ დაიძაბა. ხუთდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს ორივე მხრიდან ათეულობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი