ახალი ამბები

ტაბურეტი ლგბტ აქტივისტებისგან ოჯახის სიმტკიცის დღისადმი მიძღვნილი კონგრესის მონაწილეებს

17 მაისი, 2016 • 2546
ტაბურეტი ლგბტ აქტივისტებისგან ოჯახის სიმტკიცის დღისადმი მიძღვნილი კონგრესის მონაწილეებს

სასტუმრო რედისონის წინ, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მიერ დაწესებულ ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით ბიზნესმენ ლევან ვასაძის ფონდის ორგანიზებით ოჯახთა მსოფლიო კონგრესი იმართება, ლგბტ აქტივისტები მივიდნენ და ცისარტყელას ფერებში ტაბურეტი მიიტანეს.

“ცისარტყელა ტაბურეტი, რომელიც დღეს ჩვენ აქ მოვიტანეთ, არის დღევანდელი კონფერენციის მიმართ პროტესტის გამოხატვის სიმბოლო, კონფერენციის, რომელიც ეძღვნება ვითომ ოჯახის სიწმინდის დღეს. სინამდვილეში დღეს არის ლგბტ ადამიანების დღე, 17 მაისი არის ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი აზრი, ასევე, არ გვეძლევა საშუალება წელიწადში ერთხელ გამოვჩნდეთ საჯაროდ. ცდილობენ, რომ ეს დღე წაგვართავნ და დაისაკუთრონ. სწორედ ამის მიმართ იყო ეს პროტესტი. ეს არ იყო მხოლოდ 6 ადამიანის პროტესტი, ეს იყო მთელი თემის პროტესტი”, – განაცხადა ნეტგაზეთთან საუბარში დამოუკიდებელმა აქტივისტმა და დღევანდელი აქციის მონაწილემ ნათია ხარატიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისი არის ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. თუმცა 2014 წელს, პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 17 მაისი გამოახადა ოჯახის სიმტკიცის დღედ. ამ დღესთან დაკავშირებით ლევან ვასაძის ფონდის ორგანიზებით გუშინ გაიხსნა  სამდღიანი კონგრესი რედისონში.

ცისარტყელა ტაბურეტი. ფოტო: ნათია ხარატიშვილი.

ცისარტყელა ტაბურეტი. ფოტო: ნათია ხარატიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი