ახალი ამბები

საქართველოს პატრიარქი მოსკოვში მიემგზავრება

18 ნოემბერი, 2011 • 1080
საქართველოს პატრიარქი მოსკოვში მიემგზავრება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დღეს მოსკოვში მიემგზავრება.

როგორც “ნეტგაზეთს” საპატრიარქოს პრესმდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, ვიზიტის მიზანი რუსეთის პატრიაქრ კირილ მეორეს საიუბილეო ღონისძიებაზე დასწრებაა.  დაგეგმილია საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა.

ილია მეორესთან ერთად მოსკოვში მიემგზავრებიან მღვდელმთავრები და მგალობელთა გუნდი. ბოტკოველის ცნობით, ვიზიტი 4-5 დღეს გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი