ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩვენ მოსვლისთანავე დავიწყებთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას

17 ნოემბერი, 2011 • • 966
ივანიშვილი: ჩვენ მოსვლისთანავე დავიწყებთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას
ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის დაკარგვა სააკაშვილის არადიპლომატიური და ემოციური განცხადებების ბრალია. ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებასი მოსვლის შემდეგ მისი გუნდის მთავარი მიზანი ურთიერთობების დალაგებას შეეხება, თუმცა საქართველოსთვისთვის ”ძირეული საკითხების გვერდზე გადადებასაც” არ აპირებს.

“ჩვენ მოსვლისთანავე დავიწყებთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობას.  ჩვენ სტაგნირებულ პოზიციას მყისიერად დავძრავთ ადგილიდან. რა დრო დაგვჭირდება? ძალიან რთულია დღეს ამის ანალიზი. მაგრამ ერთი ცხადია ეს არ მოხერხდება, სანამ სააკაშვილი არის სათავეში. ილუზია არ მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. ვაცნობიერებ,  რომ ძალიან რთული მოლაპარაკებები გველის წინ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი