ახალი ამბები

ევროპარლამენტის ანგარიშში ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხიც იქნება

17 ნოემბერი, 2011 • • 1189
ევროპარლამენტის ანგარიშში ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხიც იქნება
დღეს, 17 ნოემბერს, ევროპარლამენტი სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ.

დოკუმენტში განხილულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა. კერძოდ, მიმოხილულია სამართალი, სიტყვის თავისუფლება, უსაფრთხოება, ეკონომიკა.

ანგარიშში დაფიქსირებულია მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიის მიმართ.

ანგარიში  ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხსაც ეხება. ერთ-ერთი შესწორება, რომელიც ანგარიშის ტექსტში უნდა შევიდეს, ოპოზიციონერი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს ეხება.

რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხში გარკვეული ცვლილება შევიდა. შესწორების ავტორი ავსტრიელი დეპუტატი ჰანეს სვობოდაა. ის ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს, თუმცა დასძენს, რომ “ახალ ვერსიაში არ დავასახელებთ კონკრეტულ სახელს, რადგან ეს შესაძლოა არასწორად იქნას გაგებული – თითქოს ჩვენ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ვუჭერდეთ მხარს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი