ახალი ამბები

ქართული ოცნების მეოთხე ყრილობა და მოწვეული სტუმრები

14 მაისი, 2016 • 4006
ქართული ოცნების მეოთხე ყრილობა და მოწვეული სტუმრები

თბილისში, სპორტის სასახლეში 14 მაისს “ქართული ოცნების” მეოთხე ყრილობა გაიმართა, რომელზეც პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს, ასევე დაამტკიცეს პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა.

ყრილობას დაესწრნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრებიც, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ისინი ყრილობაზე გიორგი კვირიკაშვილის გვერდით ისხდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” სიაში არ იქნება. ბიძინა ივანიშვილმა კი აღნიშნა, რომ გეგმავს გამოაქვეყნოს მორიგი ღია წერილი, სადაც ახსნის, “რას  აპირებს  და როგორ აპირებს”.

ყრილობას არ ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. როგორც ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა მანანა კობახძემ განმარტა, უსუფაშვილი მოწვეული იყო, თუმცა, მას “საქმე გამოჩუნდა” და სავარაუდოდ ბათუმში იმყოფება. ყრილობას არ დაესწრო “ქართული ოცნების” წევრი თამაზ მეჭიაურიც.

პარლამენტში “ქართული ოცნების” წევრები ყრილობაზე დასასწრებად ქუთაისიდან დღეს ჩამოვიდა. 14 მაისს დილით მათ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონი, რომელსაც მხარს არ უჭერენ როგორც ნაციონალური მოძრაობა, ასევე რესპუბლიკელები.

ქართული ოცნების ყრილობას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე14.05.2016

ქართული ოცნების ყრილობას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე 14.05.2016

სანამ დელეგატები და მოწვეული სტუმრები სპორტის სასახლეში იკრიბებოდნენ, ოცამდე ადამიანმა, როლებიც თავის “ცენტრ-პოინტისგან” დაზარალებულად მიიჩნევენ, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას კომპანიის მფარველობაში ადანაშაულებდნენ.

ყრილობა09

სპოტის სასახლესთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ცენტრ-პოინტის ხელმძღვანელობის დასჯას მოითხოვდნენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

“ქართული ოცნების” წევრი, სოსო ჯაჭვლიანი აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და შეხვედრის პირობა მისცა.

სოსო ჯაჭვლიანი სპორტის სასახლესთამ აქციის მონაწილეებს ესაუბრება. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

სოსო ჯაჭვლიანი სპორტის სასახლესთან აქციის მონაწილეებს ესაუბრება. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

ქართული ოცნების მხარდამჭერება სრულად შეავსეს სპორტის სასახლე. გარდა დელეგატებისა და პოლიტიკოსებისა, ყრილობას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც დაესწრნენ.

ლევან გაჩეჩილაძე სპორტის სასახლეში ქართული ოცნების ყრილობაზე დასასწრებად მივიდა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 14.05.2016

ლევან გაჩეჩილაძე სპორტის სასახლეში ქართული ოცნების ყრილობაზე დასასწრებად მივიდა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 14.05.2016

დიზაინერი და მოდეlი სალომე სალომე ღვინიაშვილი და ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი (უკან). ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

დიზაინერი და მოდეlი სალომე სალომე ღვინიაშვილი და ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი (უკან).
ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

ჯანსუღ ჩარკვიანი და თაკო ჩარკვიანი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

ჯანსუღ ჩარკვიანი და თაკო ჩარკვიანი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

მსახიობი ბესო ზანგური. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

მსახიობი ბესო ზანგური. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

ყრილობა11

ძმები არველაძეები. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

ლალი ბადურაშვილი ქართული ოცნების ყრილობაზე ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

ლალი ბადურაშვილი ქართული ოცნების ყრილობაზე ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

ქართული ოცნების მხარდამჭერები გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას უსმენენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

ქართული ოცნების მხარდამჭერები გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას უსმენენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

ყრილობა22

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ყრილობაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

ქეთი ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქართული ოცნების ყრილობაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

ქეთი ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქართული ოცნების ყრილობაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

სიზარ სუბარი ქართული ოცნების ყრილობაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე. 14.05.2016

სოზარ სუბარი ქართული ოცნების ყრილობაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე. 14.05.2016

ქართული ოცნების მეოთხე ყრილობის დახურვა. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე 14.05.2016

ქართული ოცნების მეოთხე ყრილობის დახურვა. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე 14.05.2016

ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ყრილობის დასრულების შემდეგ მხარდამჭერებს ესალმება. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ყრილობის დასრულების შემდეგ სტუმრებს ესალმება. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 14.05.2016

 

მასალების გადაბეჭდვის წესი