ახალი ამბები

“შლოპანცები” კვერცხებზე- სახიფათოდ თქვენი

14 ნოემბერი, 2011 • 2195
“შლოპანცები” კვერცხებზე- სახიფათოდ თქვენი
ბათუმში ფრანგი სკულპტორის ლილი ფანტოცის ნამუშევარი – კვერცხებზე “შემდგარი “შლოპანცები” დადგეს. სკულპტურაზემუშაობა ლილი ფანტოციმ  2010 წელს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ საქართველში დღემდე ცნობილი არ ყოფილა.

სკულპტურა ბათუმში ახლადგახსნილი სასტუმრო “რედისონის” წინ დგას.

ლილი ფანტოცი ამ პროექტზე 2010-11 წლებში მუშაობდა.

2009 წელს  საქართველოში იგი ფრანგ ხელოვანებთან ერთად მოქანდაკე  გელა წულაძის მოწვევით იმყოფებოდა, რათა სკულპტურის მოდელი წარედგინა.

“მე წარმოვადგინე სკულპტურის მინიატურული ვარიანტი, კვერცხებზე შემდგარი წყვილი კედი, სიმბოლო იმ საშიში გზისა, რომელიც ქვეყანამ გაიარა “რეკონსტრუქციის” თვალსაზრისით” – ამბობს ლილი ფანტოცი ერთ–ერთი ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში – “ნამუშევარმა მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა და ახლა თბილისის მერის კაბინეტში დგას”.

სტატიის მიხედვით, სკულპტურის დადგმა ბათუმში გადაწყდა, რადგან ბათუმი ზღვისპირა ქალაქია და ბევრ ტურისტს იზიდავს. ამიტომაც 12 კვერცხზე შედგმული კედები  “შლოპანცებით” შეიცვალა. ხელოვანის ვებ–გვერდზე 2010 წელს გამოქვეყნებულ ფოტოებში კედები ფიგურირებს, 2011 წელს კი ის უკვე “შლოპანცითაა” შეცვლილი.

თითოეული კვერცხის სიმაღლე 1.60 მეტრია, მთლიანად მონუმენტი კი– 5.5 მეტრი, ფართობი  2.3 მეტრს შეადგენს.

როგორც ლილი ფანტოცის პირად ვებ–გვერდზეა აღნიშნული, სკულპტურას განათებისთვის 12 პროექტორი მოყვება, მონტაჟითა და გაყვანილობით, თითოეულის საცალო ღირებულება 447 ევროა, გარანტია კი– 3 წელი.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის,  რა დაუჯდა ეს პროექტი საქართველოს.

ლილი ფანტოცი 1972 წლის 23 მაისს დაიბადა, ის ამჟამად პარიზსა და სეტს შორის ცხოვრობს, სადაც აქვს საკუთარი სტუდია. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების გამოფენებზე პარიზში, ბრიუსელში, ვენაში, ნიუ–იორკში და ა.შ.

ლილი ფანტოცის სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ მის პირად ვებ–გვერდზე იხილოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი