ახალი ამბები

დიაბეტის საერთაშორისო დღე საქართველოში

14 ნოემბერი, 2011 • 1834
დიაბეტის საერთაშორისო დღე საქართველოში
დიაბეტის საერთაშორიო  ფედერაცია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 14 ნოემბერს დიაბეტის საერთაშორის დღეს აღნიშნავენ. 14 ნოემბერი მეცნიერისა და მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატის ფედერიკ ბანტინგის დაბადების დღეა. ბანტინგმა ჩარლზ ბესტთან ერთად 1922 წელს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინსულინის აღმოჩენაში. დიაბეტით დაავადებულებს სიცოცხლის შენარჩუნებაში სწორედ ეს პრეპარატი ეხმარება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით 346 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული, WHO  ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრი  გაორმაგდება.  

დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ”საქართველოს დიაბეტიან პაციენტთა კავშირი” პრესკონფერენციას გამართავს. შეხვედრაზე განხილული იქნება პრობლემები, რომლებიც საქართველოში  დიაბეტით დაავადებულებს ექმნებათ.

” მათ წართმეული აქვთ უფლება, მიიღონ ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება, დიაბეტით დაავადებული ადამიანები ვერ ახერხებენ, მონაწილეობა მიიღონ პროფილაქტიკურ ღონისძიებებში დაავადების განვითარების პრევენციის მიზნით”- წერია ”საქართველოს დიაბეტიან პაციენტთა კავშირის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ასევე დიაბეტის ეროვნული ცენტრის ბაზაზე გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია– დიაბეტის, მისი მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვის შესახებ საქართველოში. აღნიშნულ კონფერენციაზე დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი