ქართული ოცნების ყრილობა სპორტის სასახლეში [Live]

სპორტის სასახლეში ქართული ოცნების ყრილობა მიმდინარეობს. გთავაზობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ტრანსლაციას:

“ქართული ოცნების” ყრილობაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებიან. ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მიწვეული არიან დიპლომატები და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებიც. მიწვეულთა შორის არ არის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

პარტიის ყრილობა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც სიტყვით ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინსიტრი, კახი კალაძე გამოვიდა. მისი მოწოდებით, სპორტის სასახლეში ბიძინა ივანიშვილს ხანგრძლივი ტაში დაუკრეს. კალაძის თქმით, მათი გუნდის ლიდერია საზოგადოება და არა ერთი კონკრეტული ადამიანი.

კახი კალაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ ერთხმად დაუჭირა მხარი პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურად არჩევას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.