ახალი ამბები

პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს” შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

14 მაისი, 2016 • 1408
პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს” შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

დღეს, 14მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

პარლამენტმა ასევე მესამე მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

13 მაისს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 83 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და იგივეს გაკეთება სხვებსაც მოუწოდა.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა “გირჩის”წევრმა,  პავლე კუბლაშვილმა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან  სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის 2/3-მდე გაზრდაა.

13 მაისს, ღამის 10 საათზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ამ კანონპროექტს მესამე მოსმენით იმსჯელეს, რათა დღეს  რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განეხილათ. 

 

პარლამენტი ორი დღის განმავლობაში მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდა კანონპროექტს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებებს “სამართალწარმოების შესახებ” კანონში.   “თავისუფალი დემოკრატები”, “ნაციონალური მოძრაობა” და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “რესპუბლიკური პარტია” ცვლილებებს  მხარს არ უჭერენ. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი