ახალი ამბები

იტალიის სენატი: ბერლუსკონის ერა მალე დასრულდება

11 ნოემბერი, 2011 • • 1052
იტალიის სენატი: ბერლუსკონის ერა მალე დასრულდება
იტალიის სენატის განცხადებით, სილვიო ბერლუსკონის ერა მალე დასრულდება.

დღეიდან სენატი იწყებს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ ეკონომიკურ რეფორმებზე დებატებს, რომელზეც ასევე სილვიო ბერლუსკონისა და მისი მთავრობის ცვლილების გზებსაც განიხილავენ, ასევე საუბრის თემა უახლოესი დღეების განმავლობაში ახალი მთავრობის ფორმირების საკითხიც იქნება.

ზედა პალატა (სენატი) დღეს განიხილავს ევროპიდან იტალიის დახმარების პაკეტის მიღების პროექტს, რომელსაც, სავარაუდოდ, დღის ბოლოს დაამტკიცებს. ხოლო შაბათს ქვედა პალატა იტალიის პრემიერ–მინისტრის სილვიო ბერლუსკონის გადადგომის მოთხოვნას დაუჭერს მხარს.

ბერლუსკონის შემცვლელად კი ყოფილი ევროკომისარი მარიო მონტი სახელდება. ის ამჟამად იტალიის სენატის წარმომადგენელი, პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოს მიერ დანიშნული სენატორია.

ბერლუსკონიმ, რომელმაც უმრავლესობის მხარდაჭერა სამშაბათის სხდომის შემდეგ დაკარგა, პირობა დადო, რომ ფინანსური სტაბილურობის კანონის დამტკიცების შემდეგ გადადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი