ახალი ამბები

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური აქტივობა შეწყვიტა

13 მაისი, 2016 • 2732
ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური აქტივობა შეწყვიტა

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტმა გიორგი ქვრივიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ 13 მაისიდან კიევის ყოფილმა მილიარდერმა მერმა პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა.

“აუდიტის სამსახურს მივმართეთ, რომ დღეის მდგომარეობით ლეონიდ ჩერნოვეცკი აღარ იყოს პოლიტიკური ფიგურა,” – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მიზეზი, თუ რატომ შეაჩერა პოლიტიკური აქტივობა კიევის ყოფილმა მერმა საქართველოში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც ქვრივიშვილი აცხადებს, დამატებით ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ამჟამად ქობულეთში ცხოვრობს, კიევის მერად ორჯერ აირჩიეს. მან ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ პირველი განცხადება 2015 წლის 5 დეკემბერს გააკეთა. ჩერნოვეცკიმ იმავე დღეს თავის პოლიტიკურ პარტიას “ბედნიერი საქართველოსთვის” დაარქვა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში შესვლას აპირებდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი