ახალი ამბები

დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის გამო [ვიდეო]

13 მაისი, 2016 • 1736
დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის გამო [ვიდეო]

ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს “საკონსტიტუციო სასამართლოს” მომზადებულ კანონპროექტს და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების” შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებულ კანონპროექტს.

რიგგარეშე სხდომის დანიშვნის ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე გამოვიდა:

“ჩვენი წინადადებაა, რომ [პლენარული სხდომა] დავიწყოთ რაც შეიძლება მალე, რომ მოვახერხოთ ამ საკითხის [საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტის] მესამე მოსმენით განხილვა.”

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საპარლამენტო უმცირესობა, რასაც ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.


ახლა [21:45 საათი] პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ამ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ, რათა დილით რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილონ.

დღეს, 13 მაისს პარლამენტმა მეორე მოსმენით 83 ხმით 4-ის წინააღმდეგ  მიიღო კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

12 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიას უნდა გაეგზავნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი