ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ლონდონშია

11 ნოემბერი, 2011 • 1037
მიხეილ სააკაშვილი ლონდონშია

საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში დაიწყო ვიზიტი. დღეს, დღის მეორე ნახევარში, დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან.

ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი „საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების“ მიწვევით საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. კონფერენცია გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.

„საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების“ (IDU) კონფერენციის მასპინძლები დევიდ კამერონი და ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერები არიან.
IDU-ს შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის მეთაურები და პარტიის ლიდერები ესწრებიან. დელეგატები მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებისა და განმტკიცების საკითხებს განიხილავენ.

IDU-ს დამფუძნებლები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი