ახალი ამბები

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ნაძალადევის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავა

13 მაისი, 2016 • 1344
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ნაძალადევის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავა

სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი, ვასილ ბექაური დააკავა.

” ვასილ ბექაურმა ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მფლობელს ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაცვლელად ჩასატარებელი სამუშაოების გადაცემისა და  დაფინანსების სანაცვლოდ ქრთამის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. 2016 წლის აპრილში ვასილ ბექაურმა  ქრთამის სახით აიღო 1800 ლარი.  ამასთან, 2016 წლის 11 მაისს ვასილ ბექაურმა იმავე სამეწარმეო სუბიექტის მფლობელისაგან  ქრთამის სახით  დამატებით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს,”- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 6-დან  9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი