ახალი ამბები

33–ე ბატალიონის ჯგუფი ავღანეთიდან დაბრუნდა

10 ნოემბერი, 2011 • 1010
33–ე ბატალიონის ჯგუფი ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების 33–ე ბატალიონის მოწინავე ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშია 119 სამხედრო მოსამსახურე, ავღანეთიდან დაბრუნდა. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

33-ე ბატალიონი სამი თვის განმავლობაში ასრულებდა სამშვიდობო მისიას ავღანეთში. მიმდინარე ორი კვირის განმავლობაში 33-ე ბატალიონს 31-ე ანაცვლებს. 31-ე ბატალიონი ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ფარგლებში ავღანეთში უკვე მეორედ მიემგზავრება. 

33-ე ბატალიონის ჯარისკაცები  ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი ჰელმანდის პროვინციაში აპრილიდან იმყოფებიან და ბაზაზე დისლოცირებული ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებთან ერთად დაცვისა და უსაფრთხოების ოპერაციებს ახორციელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი