ახალი ამბები

რასმუსენი: არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ინდიკატორი

10 ნოემბერი, 2011 • 963
რასმუსენი: არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ინდიკატორი

დღეს დილით ნატოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა დღეს დილით, პატივია ნატოს ქვეყნის წარმომადგენლებისთვის თქვენს პარლამენტში სტუმრობა, რადგანაც პარლამენტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და დემოკრატია არის საფუძველი საქართველოს წარმატების, რადგან საქართველოს სურს იცხოვროს თანამედროვე დემოკრატიაში, როგორც ალიანსი, რომელიც დაფუძნებული ვართ ფასეულობებზე, ღირებულებებზე, დემოკრატიაზე.

საქართველომ უკვე მიაღწია ბევრს და დღეს ჩვენ განვიხილეთ თქვენი პროგრესი კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, დემოკრატიის გამყარებაში, გამოწვევებში. ვისაუბრეთ მომავალ გამოწვევებზე. მომავალ წელს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ ახალ პარლამენტს. ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ინდიკატორი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტურების სიმყარის. საქართველო უკვე არის ძლიერი პარტნიორი და მოველი იმ დღეს, როდესაც თქვენ იქნებით ძლიერი წევრი ალიანსისა, როგორც შევთანხმდით ამაზე ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს.

ნატოში გაწევრიანება ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭიროებს ძალისხმევას, მუშაობას, რეფორმებს, მზაობას და პარლამენტი განაგრძობს მნიშვნელოვანი  როლის შესრულებას ამ პროცესში. მოთმინებით და თანმიმდევრული მუშაობით ეს სამუშაო შეიძლება განხორციელდეს. საქართველოს სურს ამის გაკეთება და ნატო მხარს დაგიჭერთ და დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში,“–განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი