ახალი ამბები

აბაშიშვილი: რესპუბლიკელები პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტს

12 მაისი, 2016 • 1298
აბაშიშვილი: რესპუბლიკელები პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტზე ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ძალიან ჰგავს “ქართული ოცნების” წევრების განცხადებას:

“ბატონი ბერძენიშვილის კომენტარი, ლოგიკა,  სიტყვათა წყობა, აზრთა წყობა ძალიან ჰგავდა მანამდე ქართული ოცნების წევრების, მათ შორის ბატონი მეჭიაურის გაკეთებულ განცხადებებს პრეზიდენტის მისამართით. ამავდროულად, თავდაპირველად რესპუბლიკელები საუბრობდნენ, რომ ისინი მხარს უჭერდნენ პრეზიდენტს, გუშინ ბერძენიშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ისინი პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებონდნენ პრეზიდენტს.”

მისივე თქმით, რესპუბლიკური პარტია ყოველთვის “დიდი მონდომებით მონაწილეობდა პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ ანტიკონსტიტუციურ კანონებზე ვეტოს დაძლევაში”:

“უფრო მეტიც, რესპუბლიკური პარტიის წევრი ნოდარ ებანოიძე მის უფროსთან ერთად, მეჭიაურთან ერთად იყო ავტორი საბანკო ზედამხედველობის კანონის, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული ბანკის დანაწევრებას. საბედნიეროდ, ეს კანონი იქნა შეჩერებული. ამაზე ქართულ ოცნებასთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს რესპუბლიკური პარტია.”

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი