ახალი ამბები

დღეს საქართველოს ნატო–ს გენერალური მდივანი ეწვევა

9 ნოემბერი, 2011 • • 1016
დღეს საქართველოს ნატო–ს გენერალური მდივანი ეწვევა
დღეს, 9 ნოემბერს თბილისს ორ დღიანი ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის  ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა.

15:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს დელეგაციის თვითმფრინავი დაეშვება.

პროგრამის თანახმად, პირველ დღეს 16:45 საათზე გაიმართება ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიიღებს მონაწილეობას.

18:30 საათზე კი გაიმართება ნატოს გენერალური მდივნის პრესსკონფერენცია.

10 ნოემბერს გენერალური მდივანი და ნატო-ს ქვეყნების ელჩები პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს და პარლამენტის წევრებს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები, რომელშიც ნატო–ს ელჩები ოპოზიციური პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტის ბოლო დღეს კი ნატოს გენ–მდივანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს შეხვედრებს.

რასმუსენი სიტყვით გამოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში მომსახურე ქართველ ჯარისკაცებსაც შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი