ახალი ამბებიეკონომიკა

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-მდე გაზარდა

11 მაისი, 2016 • 2016
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-მდე გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, 2016 წელს საქართველოში ეკონომიკა 3,4%-მდე გაიზრდება. მომავალი წლისთვის კი შესაძლოა 3,9%-მდეც გაიზარდოს. ანგარიშის თანახმად, საქართველო, ამ მხრივ, მოწინავე პოზიციას იკავებს რეგიონში. 2015 წელს ეს მაჩვენებლი 2,6%-ს უტოლდებოდა.

EBRD-ის პროგნოზით, გასული 5 წლის განმავლობაში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა 2016 წელს გამოსწორდება, თუმცა იმდენად არა, როგორც ამას ექსპერტები 6 თვის წინ ელოდნენ. საერთო ჯამში, 2017 წელს ისინი 2.5%-იან ზრდას ელიან.

ექსპერტებს ეკონომიკური ზრდის მთავარ შემაფერხებლად ინვესტიციების რაოდენობის კლება მიაჩნიათ. დაძაბული პოლიტიკური გარემო, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შეფერხება, ნავთობის ფასის არასტაბილურობა კვლავ რისკს წარმოადგენს.

EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში

EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში

EBRD-ის მკვლევართა ანგარიშის თანახმად, სუსტი ეკონომიკური ვარდნა და დაბალი სასაქონლო ფასები რუსეთში ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონების ქეყნების ეკონომიკაზე კვლავ გავლენას ახდენს. რუსეთში ეკონომიკური რყევები 2016 წელსაც შენარჩუნდება ნავთობზე შემცირებული ფასების შედეგად, საინვესტიციო ფონდების დახმარებით შესაძლებელი ზრდა მხოლოდ 1.2%-ია. 2017 წელს ეს ნიშნული კიდევ 1%-მდე დაიწევს;

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას არ პროგნოზირებენ არც საბერძნეთში.

ექსპერტები წელს პოზიტიურად უკრაინის ეკონომიკას აფასებენ. სავარაუდოდ, 2016-2017 წელს ქვეყანაში ეკონომიკა დაახლოებით 2%-ით გაიზრდება რეფორმების სათანადო აღსრულებისა და 2015 წლის შემდეგ 10%-იანი შემცირების აღმოფხვრის ფონზე.

რაც შეეხება ბალტიისპირეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ისინი კვლავ იღებენ სარგებელს დაბალი ენერგოტარიფებისა და ევროზონის მონეტარული სისტემით.

ბანკის პროგნოზით, ყველაზე მერყევადი ეკონომიკური მდგომარეობა ამ ეტაპზე თურქეთს აქვს, რადგან ქვეყნის ტურისტული ბიზნესი ტერაქტების საფრთხისა და რუსული სანქციების შედეგად, შესამჩნევად დაზარალდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი