ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ევროვიზიაზე” ყარაბაღის დროშის გამოჩენის გამო ბაქომ განცხადება გააკეთა

11 მაისი, 2016 • 1289
“ევროვიზიაზე” ყარაბაღის დროშის გამოჩენის გამო ბაქომ განცხადება გააკეთა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ევროვიზიის” გუშინ, 10 მაისს გამართული ნახევარფინალის დროს, მთიანი ყარაბაღის დროშის გამოჩენასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.

“სომხეთის მსგავსი პროვოკაციული ქმედებები დაუშვებელია”, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიკმეთ გაჯიევმა.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე აზერბაიჯანი უკმაყოფილებას გამოხატავს ევროვიზია-2016 ის საორგანიზაციო კომიტეტის მიმართ.

სომხეთის წარმომადგენელმა, ივეტა მუკუჩიანმა შედეგების გამოცხადების დროს ყარაბაღის დროშა აწია.

asdc

მასალების გადაბეჭდვის წესი