“წელს პირველი წელიწადია, როცა ბევრად უფრო მეტი ბიჭი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში, ვიდრე გოგო.
მინდა, გოგოებს გითხრათ: მიმაჩნია, რომ საერთოდ ქალები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მამაკაცები. იცით, წელს რატომ ჩააბარეს ბიჭებმა უფრო კარგად გამოცდები? იმიტომ, რომ ესენი ბევრად უფრო დაჩაგრულები იყვნენ – წინა წლებში ბიჭისთვის კარგად სწავლა ძალიან დიდი სისულელე და სრულიად მიუღებელი იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა. თქვენ ეს პრობლემა აღარ გაქვთ,”–განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში წარმატებულ მოსწავლეებთან შეხვედრის დროს.