ახალი ამბები

სამთავრობო პროექტს Check In Georgia მსხვილი ბიზნესკომპანიები შეუერთდნენ

11 მაისი, 2016 • 2070
სამთავრობო პროექტს Check In Georgia მსხვილი ბიზნესკომპანიები შეუერთდნენ

დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში კულტურისა და ეკონომიკის მინისტრები ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ პროექტს „Check In Georgia“ საქართველოში მოქმედი ბიზნესწრეების წარმომადგენლები უერთდებიან. ამ ეტაპზე პროექტს უკვე შეუერთდა 20-ზე მეტი კომპანია და მათი მხრიდან საპარტნიორო პაკეტების სანაცვლოდ მიღებული მთლიანი შემოსავალი შეადგენს 6 000 000 ლარს.

კერძოდ, მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტს შეურთდნენ ლოიალ კაპიტალ გრუპი, საქართველოს ბანკი, თიბისი, მეტრო, სოკარი, ვისოლი, თეგეტა მოტორსი, VTB ბანკი, ბლექსი ჯგუფი, შილდა, T&R დისტრიბუცია, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, ომეგა, პროგრეს ბანკი, West Invest, ბორჯომი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რუსალოს, გალფი, ატლსაგლობალი, აიჯი მოლი.

პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებაზე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოჩინდნენ, როგორც „Check In Georgia“-ს პარტნიორები; მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინიციატივები. კომპანიების პოზიციონირება მოხდება დაგეგმილი სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობისას. ამასთან, პროდუქტის მწარმოებელი თუ მიმწოდებელი კომპანიები ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნებიან საკუთარი პროდუქციით.

„პროექტის „Check In Georgia“ მიმართ დიდი ინტერესია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; დაგეგმილ მსხვილ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთები მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 2 დღეში გაიყიდა. შესაბამისად, ბიზნესწრებიის წარომადგენელთათვის საკუთარი პროდუქტის წარმოჩენა და ამ პროექტის ფარგლებში პოზიციონირება მნიშვნელოვანი, მიმზიდველი და საინტერესოა“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

მხოლოდ 3 კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 2 მილიონი ლარი.

„Check In Georgia“ არის კულტურული პროექტი, რომელიც, მთავრობის გათვლით, ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს, მოსახლეობას კი, მეტ შემოსავალს მოუტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი