ახალი ამბები

ბერძენიშვილი: “რესპუბლიკელებზე” პრეზიდენტის განცხადება უაღრესად არაკორექტული და უსამართლოა

11 მაისი, 2016 • 1514
ბერძენიშვილი: “რესპუბლიკელებზე” პრეზიდენტის განცხადება უაღრესად არაკორექტული და უსამართლოა

“რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშილი “რესპუბლიკელებზე”პრეზიდენტის განცხადებას უაღრესად არაკორექტულს და უსამართლოს უწოდებს:

“პრეზიდენტის განცხადება უაღრესად არაკორექტული და უსამართლოა, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტს თუ ვინმე იცავდა, იცავდა ,,რესპუბილკური პარტია“. თუ ვინმე გვერდით ედგა პრეზიდენტს და ცდილობდა, რომ ის არ გარიყულიყო ქართული პოლიტიკიდან, იყო დავით უსუფაშვილი . მისი [პრეზიდენტის] განცხადეებები იყო უბრალოდ ადამიანურად არასწორი , მაგრამ ასე თქვა და რა ვქნათ.  მის ნამუსზე იყოს.“-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

10 მაისს გიორგი მარგველაშილმა განაცხადა, რომ  საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დაპირისპირებულ პოლიტიკურ ფიგურებსა თუ ჯგუფებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს:

“ნაკლებად ვაფასებ ხოლმე ამ პროცესებს ან ამ დინამიკას. მე მაინც მოვდივარ იმ პოლიტიკური გამოცდილებით, როდესაც “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური გუნდი,  ერთიანი იყო. ამ პოლიტიკურ გუნდთან მიმართებაში ჩემთვის ასეთი სერიოზული განსხვავებები არ არის ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის. იგივე პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე, იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია, რომ თურმე დეპუტატი პრეზიდენტის დაძახილზე პარლამენტში არ უნდა მიდიოდეს [როდესაც სხდომას მოიწვევს], ეს ის პოლიტიკური გუნდია, რომელიც პრინციპულად მიპირისპირდებოდა, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემასა და საპრეზიდენტო გამოსვლებზე იყო საუბარი, ეს არის გუნდი, რომელიც ხშირად საქართველოს პარლამენტში ჩემს ადგილს ვერ ხედავდა, ქართული ოცნების წარმომადგენელი და რესპუბლიკელი დეპუტატი ერთად ქმნიდნენ იმ კანონს და გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში. ეს გუნდი უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპონდენცია არ მიეღო უცხოეთიდა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი