ახალი ამბებისაზოგადოება

11 მაისს თსუ-ში აკადემიური საბჭოს წევრებს აირჩევენ

10 მაისი, 2016 • 2291
11 მაისს თსუ-ში აკადემიური საბჭოს წევრებს აირჩევენ

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 მაისს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართება. საარჩევნო პროცესი 10:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე დასრულებდა. აკადემიური საბჭოს არჩევნებზე დარეგისტრიებულია 33 კანდიდატი. მათ შორის არიან:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან: ნოდარ ელიზბარაშვილი, რამაზ გახოკიძე, გიორგი ღვედაშვილი, ნანა შათაშვილი, ომარ ფურთუხია, კობა გელაშვილი.

მედიცინის ფაკულეტეტიდან: თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, ნინო ოკრიბელაშვილი.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან: მარინე მინდორაშვილი, შოთა შაბურიშვილი, ელგუჯა მექვაბიშვილი, ეკა ლეკაშვილი, ნუგზარ პაიჭაძე, თემურ შენგელია,

ფსიქოლოგიია და განათლების მეცნიერების ფაკულტეტიდან: რუსუდან სანაძე, იზაბელა პეტრიაშვილი, ეთერ ღვინერია, თამარ აბაშიძე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან: აპოლონ სილაგაძე, დავით გოცირიძე, ეკა ვარდოშვილი, ქეთევან ხუციშვილი, თამარ პაიჭაძე, ჯონი კვიციანი, ირინე დარჩია, თინათინ მარგალიტაძე.

იურიდიული ფაკულტეტიდან: ირმა ხარშილაძე, ირინე ქურდაძე.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან: ამირან ბერძენიშვილი, იაგო კაჭკაჭიშვილი, ნოდარ ბელქანია

აკადემიური საბჭოს წევრებს აკადემიური პერსონალი და საფაკულტეტო საბჭოებში შემავალი სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აირჩევენ. მათ ხმის მიცემა მხოლოდ იმ ფაკულტეტზე რეგისტრირებული კანდიდატისთვის შეეძლებათ, რომელსაც წარმოადგენენ.

აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 2 წარმომადგენელი. არჩეულად ჩაითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებული აკადემიური საბჭო მუშაობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც 16 მაისს ამჟამად მოქმედ საბჭოს უფლებასმოსილება შეუწყდება. საბჭო 15 წევრისგან შედგება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი