ახალი ამბები

პანამის დოკუმენტებში მონაწილე 85 პირი საქართველოდან

10 მაისი, 2016 • 2143
პანამის დოკუმენტებში მონაწილე 85 პირი საქართველოდან

“პანამის დოკუმენტებში” 85 ქართული სახელი ფიგურირებს, რომელთა შორის ყოფილი თანამდებობის პირები და ყოფილი ან მოქმედი პარლამენტარები არიან – ინფორმაციას “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გაშუქება”(OCCRP) ავრცელებს.

OCCRP-ის ცნობით, პანამის დოკუმენტების მიხედვით, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებთან საქართველოდან 88 ადამიანი ფიგურირებს, რომლებიც ან კომპანიის წილის მფლობელები არიან, ან  არიან პირები, რომლებიც წარმოადგენენ კომპანიას სხვადასხვა იურიდიული საკითხების მოგვარებისას, ან პირს, რომელსაც კომპანიის მფლობელი აძლევს იურიდიული ძალის მქონე მინდობილობას.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ჩამონათვალში ნახავთ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, რომელიც კომპანიის Harrington Development Inc. წარმომადგენელია.

კობა ნაყოფია, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრია ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან, Cuento Portfoilio Corp.-ის წარმომადგენელია.

ჩამონათვალში ასევე არის ყოფილი პარლამენტარი ნაციონალური მოძრაობიდან  – კახა დამენია, რომელიც STAMAR GLOBAL LTD.-ის დირექტორადაა მოხსენიებული.

სიის მიხედვით, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი კომპანიების DAGMAR FINANCE GROUP INC., Velsan Trading Corp.-ისა და Finley Trading-ის წილების მფლობელია.

სიაში ასევე არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. 88 პიროვნებას შორისა არიან ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.

ბიბილაშვილი არის Axton Overseas Development Ltd-ისა და Davor Holding Limited-ის წარმომადგენელი. ხოლო ჩხარტიშვილი- GROBER COMMERCIAL CORP.-ისა და CLAREN VENTURES LTD.-ის წილების მფლობელი და SILVERADO PROPERTIES INC.-ის მფლობელია.

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი