ახალი ამბები

ანონსი: 9 მაისი

8 მაისი, 2016 • 1620
ანონსი: 9 მაისი

08:20 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი თბილისში, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს.

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შეაფასებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “ახალგაზრდული ცენტრი” ეხმაურება ბოტანიკური ბაღის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და განმარტავს ვის მიერ იგეგმება და სინამდვილეში რას ემსახურება ეს აქციები. ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური მასალაც. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი გურჯაანში, დიდების მომორიალს-უცნობი ჯარისკაცის მამის ობელისკს გვირგვინით შეამკობს და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს შეხვდება.

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში საქართველოს აზალგაზრდა ეროვნული ალიანსის თავმჯდომარე, გიორგი გაბედავა განცხადებას გააკეთებს 17 მაისთან დაკავშრებით და წლევანდელ აქციის გეგმაზე ისაუბრებს

12:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაიმართება საიას და აუდიტორია 115-ის წევრების ერთობლივი პრესკონფერენცია, რომლის მონაწილეები საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე. საია იცავს აუდიტორია 115-ის წვერების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში. მისამართი, თბილისი კახიძის #15

15:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში კულტურის სამინისტროში არსებული სავარაუდო კორუფციულ ფაქტებსა და ინტერესეთა კონფლიქტის შესახებ შოუბიზნესში მოღვაწე კოპანიები „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელი ზაზა შენგელია, „ალტერ ვიჟენის“ წარმომადგენელი აჩიკო გულედანი, „ბასიანი“ – ს წარმომადგენელი ზაზა ორაშვილი, summer set – ის წარმომადგენელი მირანდა ესაკია განცხადებას გააკეთებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი