ახალი ამბები

“ერთად” ივანიშვილის პროექტებს მის ბიზნეს-ცენტრთან აპროტესტებს [ფოტო]

7 მაისი, 2016 • 1370
“ერთად” ივანიშვილის პროექტებს მის ბიზნეს-ცენტრთან აპროტესტებს [ფოტო]

აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანია GDS-ის ოფისიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს. ისინი იმ პროექტებს აპროტესტებენ, რომელთა განხორციელებასაც ბიძინა ივანიშვილი თბილისში აპირებს. ესენია: პანორამა თბილისი, სასტუმრო კომპლექსი თაბორის მთაზე, რისთვისაც თბილისის მერიამ აუქციონზე გაყიდა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰა მიწის ფართობი, და ასევე, ბოტანიკური ბაღის 4 ჰა მიწის ფართობი, რომელიც იყიდა ივანიშვილის კომპანიამ.

მანამდე აქციის მონაწილეები ცდილობდნენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც უნდა აშენდეს პანორამა თბილისი, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პოლიციამ იმ მომენტში აქციის ოთხი მონაწილე – ნატა ფერაძე, კოსტანტინე გურული, ალექსანდრე ელისაშვილი და გიორგი ახობაძე დააკავა.

აქცია მართავს საზოგადოებრივი გაერთიანება “ერთად”, რომელიც აერთიანებს 25-მდე ორგანიზაციას, მათ შორისაა: “მწვანე ალტერნატივა”, “მწვანე მუშტი”, “პარტიზანული მებაღეობა”, “საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი”, “საზოგადოება ბათომი”, “ფრონტლაინ კლუბი” და ა.შ.

“ჩვენ, მოქალაქეები და ორგანიზაციები ვერთიანდებით სამოქალაქო მოძრაობაში “ერთად”, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საარსებო სივრცის მდგრადი, მოქალაქეების ინტერესზე მორგებული განვითარება. ჩვენი მიზანია სამოქალაქო აქტიურობის გზით ხელი შევუწყოთ გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადეკვატური პოლიტიკის ფორმირებას, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლება, იცხოვროს ჯანსაღ და სოციალურად მდგრად გარემოში. მოძრაობის “ერთად” ამოცანაა ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, გადაწყვეტილების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა გარემოსდაცვით და ქალაქგეგმარებით (ან ურბანული განვითარების) საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას,” – ეს არის სამოქალაქო მოძრაობის “ერთად” მისია.

აქცია ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ თბილისში, 07.05.2016, ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი