ახალი ამბები

ანონსი – 7 მაისი

7 მაისი, 2016 • 1630
ანონსი – 7 მაისი

წარმოგიდგენთ 7 მაისს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

10:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცაილური დაცვისმინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე რადიოლოგთა IV საერთაშორისოკონგრესს გახსნის. მისამართი: სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია – ვარდების მოედანი N1.

11:00 საათზე , ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების და გერმანულ-ქართულითანამშრომლობის ფარგლებში, KfW – გერმანიის განვითარების ბანკი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“ სპონსორ პარტნიორებთან ერთად თბილისის ზღვაზე აწყობენ “დასუფთავების დღეს”. მისამართი:  სასტუმრო ჰუალინგი. საკონტაქტო პირი: გუგა მარკოზაშვილი – 599909710.

13:00 საათზე, კოჯრის გზატკეცილზე, ტელეკომპანია GDS-თან, სადაც “პანორამა თბილისის” მშენებლობა მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია გაიმართება.

13:00 საათზე, ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირდებით თბილისში ტარდება ფესტივალი. პროგრამის პირველი დღეს წარმოდგენილი იქნება ნაციონალური, თანამედროვე, შოუ პროგრამები. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭო. ფესტივალი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით იმართება. მისამართი: თბილისი, ბელიაშვილი ქ. N5.

14:00 საათზე, გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივიკოლეჯის საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი,მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი “ერთი ცის ქვეშ-კულტურათა დიალოგი”გაიმართება.მისამართი: ქ. გორი; სამეფოს ქ. N17.

19:00 საათზე, თბილისის ივენთ ჰოლში თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება ანსამბლ “შვიდკაცას” კონცერტი და ახალი ალბომის პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობენ: ნინო ქათამაძე, დათო ევგენიძე, დავით გომართელი, გიო ხუციშვილი, დათუნა სირბილაძე, Goofy Land, პაატა ანდრიაძე და შვიდკაცას სტუდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი