ახალი ამბები

საქართველოს 6 ქალაქში მოზარდთა შორის NBA-ის ლიგა ჩატარდება

6 მაისი, 2016 • 1507
საქართველოს 6 ქალაქში მოზარდთა შორის NBA-ის ლიგა ჩატარდება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ტურნირს სახელწოდებით JR.NBA – GBF ლიგა იწყებენ. ტურნირი 2004-2005 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის გაიმართება როგორც ბიჭების, ასევე გოგონების გუნდებს შორის.

ლიგის მონაწილე გუნდები 6 მაისს სპორტის სასახლეში შეარჩიეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის საელჩოსთან ერთად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს დაუჭერს საქართველოში Jr.NBA-ს ლიგის ჩამოყალიბებას.

პირველი Jr.NBA – GBF ლიგა ჩატარდება 6 ქალაქში: ბათუმი, გორი ქუთაისი, თბილისი, თელავი, და მოიცავს 30 საკალათბურთო სკოლას. თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს და ტურნირში მონაწილეობისთვის მიიღებს შესაბამისი კლუბის მაისურებს. მსოფლიოს 34 ქვეყნის მასშტაბით 2015-2016 წლების სეზონის ჯუნიორ ნბა-ში მონაწილეობას იღებს 6.5 მილიონი ბავშვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი