ახალი ამბები

ანონსი – 6 მაისი

5 მაისი, 2016 • 1365
ანონსი – 6 მაისი

წარმოგიდგენთ 6 მაისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

10:30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი მთაწმინდის გამგებელთან დამოსაწავლეებთან ერთად დედაქალაქის მერიის პროექტის ,,მილიონი ხე“ ფარგლებში გამართულ გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში, მთაწმინდის შემოერთებულ ტერიტორიებზე 250 ხე-მცენარის დარგვაა დაგეგმილი. შეხვედრის ადგილი : თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მის: თავისუფლების N2. შეხვედრის დრო: 10:30სთ.

11:00 საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მათი მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წლის 6 მაისს, ქ.თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართება კონფერენცია “უპილოტო საჰაერო ხომალდების მონიტორინგი და უსაფრთხო ოპერირება საქართველოს საჰაერო სივრცეში” (UAV Monitoring and Safe Operation in Georgia).

11:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლისმეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე მერაბ ლიპარტია სამუშაო შეხვედრას გამართავენ. თემა: საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში  დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები. მის: წერეთლის 144 (ჯანდაცვის სამინისტრო)

11:00 ტექნოპარკში MDI & Associates -ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ივანოვსკი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძესთან ერთად სტარტაპ ბიზნესების წარმომადგენლებს შეხვდება. მედიის წარმომადგენლებს შეეძლებათ დასწრება და ინტერვიუების ჩაწერა მარკ ივანოვსკისთან.

11:00 “პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე და ორგანიზაციის იურისტი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: შრომითი უფლებები. პრესკონფერენციაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალური ვიდეო რგოლი, რომელიც ორგანიზაციამ შრომითი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით გადაიღო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 “პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წითელ დარბაზში, ოპერის ევროპულ დღეებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას დაესწრებიან: ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, ოპერის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, ოპერის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან მაცაბერიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, კულტურისა მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.

12:00 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემატიკაზე საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული 3-თვიანი პროექტის – „შეცვალე დამოკიდებულება“ შემაჯამებელი კონფერენცია. მომხსენებლებს შორის იქნება საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე. ღონისძიებას დაესწრებიან ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელი პირები და საკრებულოს დეპუტატები. მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა.

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი შალვა რამიშვილზე ზეწოლის ფაქტის გამოძებასასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

12:00  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 25 წლისთავთან დაკავშირებით,  კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. ბრიფინგს დაესწრებიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროსი ბანკირები, რომლებიც უპასუხებენ ეკონომიკის, საბანკო, მრეწველობის, აგრობიზნესის, საკუთრებისა და ტურიზმის სექტორებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს. მისამართი:  კოსტავას ქუჩა #14; სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi“

12:00 კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდებიან. შეხვედრა გაიმართება თბილისში პარლამენტის შენობაში A კორპუსში,  დავით უსუფაშვილის კაბინეტში.

18:30  მწერალთა სახლი ციკლის საუბრები ხელოვნებაზე ფარგლებში გიწვევთ ქეთი შავგულიძის საჯარო ლექციაზე : საქართველოს თეატრის Avant-garde. მწერალთა სახლი, მაჩაბლის 13.

19:00 თბილისის „ივენთ ჰოლში“  გაიმართება  ნუგზარ ერგემლიძის საიუბილეო კონცერტი  „თუ კი გესიზმრები“. პროექტის მხარდამჭერია ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. საღამოში მონაწილეობას იღებენ: მერაბ სეფაშვილი, ნინო ქათამაძე, ტრიო “სიმი“, სალომე ბაკურაძე, დიმა და ზურა კობეშავიძეები, სოფო ბედია, ზურაბ კობეშავიძე, რომა რცხილაძე, ზურა მანაგაძე, ტატო გოდერძიშვილი, ზურა ჩხაიძე, ნუგზარ კვაშალი, ბესო კალანდაძე, კაკო ვაშალომიძე, მაკუნა გამცემლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი