უდესიანი პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას პოლიტიკურ დევნად აფასებს

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებასა და ქონების გამოძალვაში ბრალდებული გია უდესიანი “რუსთავი 2”-თან სატელეფონო ჩართვისას აცხადებს, რომ მას პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით დევნის:

“პოლიტიკური ნიშნით დევნისთვის სჭირდებოდათ ეს ჩემთვის, რომ მე ფიზიკურად არ ჩამოვიდე საქართველოში, შემიზღუდონ გადაადგილება, არ მივიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, ეს ხომ ცალსახაა. მოკლე ხანში ჩემი ადვოკატების მეშვეობით დაენგრევათ ეს საქმე. ჩემი ინფორმაციით, პროკურატრის ჩვენებების უმრავლესი ნაწილი ეყრდნობა ნარკობარიგების ჩვენებებს და ამას ჩემი ადვოკატები დაამტკიცებენ,”- განაცხადა გია უდესიანმა.

გარდა ამისა, მსგავსი შინაარსის განცხადებას საკუთარ ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს ბრალდებულის და, ნატო უდესიანი. როგორც ამ განცხადებიდან ირკვევა, გია უდესიანი გეგმავდა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად ეყარა კენჭი მესტიის მაჟორიტარად.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს, 5 მაისს განაცხადა, რომ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ბრალდებით, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიება გია უდესიანის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,1441მუხლის მე-2 ნაწილითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მოკლულია. 21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ოლექსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა შეკვეთით მოკლეს, შემდეგ კი საქართველო სარფის გავლით დატოვეს. პროკურატურის განცხადებაში არაფერია ნათქვამი მკვლელობის შემკვეთზე.

 

ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს თბილისში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. 2016 წლის 21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბიზნესმენი  ხარძიანი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ოლექსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა შეკვეთით მოკლეს, შემდეგ კი საქართველო სარფის გავლით დატოვეს. პროკურატურის განცხადებაში არაფერია ნათქვამი მკვლელობის შემკვეთზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი