ახალი ამბები

BBC: სირიაში დაბომბვის შედეგად ლტოლვილთა ბანაკის 30-მდე მცხოვრები დაიღუპა

5 მაისი, 2016 • 1385
BBC: სირიაში დაბომბვის შედეგად ლტოლვილთა ბანაკის 30-მდე მცხოვრები დაიღუპა

სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც 30-მდე ადამიანი დაიღუპა.  ჯერჯერობით უცნობია, ვინ განახორციელა შეტევა. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC და Routers ავრცელებენ.

ბანაკში ის ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებსაც სირიაში მიმდინარე ომის გამო საკუთარი საცხოვრებლების დატოვება მოუხდათ.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 28 ადამიანი- მათ შორის ქალები და ბავშვები- გარდაიცვალა, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ბრიტანული მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაჭრილია 50-ზე მეტი ადამიანი.

BBC-ის თქმით, სხვადასხვა წყაროების ცნობით, ბანაკი სირიის ან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე დაუზუსტებელია.

ბრიტანული მედიის თქმით, სირიის არმიამ და ამბოხებულთა ნაწილმა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამდგომლობის შედეგად საბრძოლო მოქმედებები ქალაქ ალეპოში დროებით შეაჩერეს. თუმცა Reuters-ის ცნობით, ქალაქის სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ქალაქი სარმადა, სადაც ლტოლვილთა ბანაკი იყო განთავსებული, ალეპოდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი