ახალი ამბები

BBC: საარჩევნო კამპანია ჯონ კეისიკმაც შეწყვიტა

4 მაისი, 2016 • 1339
BBC: საარჩევნო კამპანია ჯონ კეისიკმაც შეწყვიტა

BBC-ის ცნობით, ოჰაიოს გუბერნატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯონ ჯეისიკი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობა სურდა, წინასაარჩევნო მარათონს გამოეთიშა.

BBC-ის იუწყება, რომ დღეს, 4 მაისს, კეისიკმა გააუქმა ვაშინგტონში დადგეგმილი ღონისძიებები.

იმის მიუხედავად, რომ კეისიკი პოპულარული გუბერნატორი იყო ოჰაიოში, მან აშშ-ის მასშტაბით ჩატარებულ პრაიმერიზში მხოლოდ საკუთარ შტატში მოიპოვა უპირატესობა სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის.

გუშინ, 3 მაისს, ინდიანაში ჩატარებული პრაიმერის მიხედვით, საარჩევნო მარათონს გამოეთიშა რესპუბლიკელი ტედ კრუზი. დონალდ ტრამპი, რომელიც იმარჯვებს პრაიმერიზში, ყველაზე ახლოს დგას იმასთან, რომ გახდეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობის ნომინანტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი