ახალი ამბები

აშშ-ის აბრამსის ტანკები საქართველოსკენ გზაში სამხედრო წვრთნებისთვის [ვიდეო]

4 მაისი, 2016 • 1519
აშშ-ის აბრამსის ტანკები  საქართველოსკენ გზაში სამხედრო წვრთნებისთვის [ვიდეო]

საქართველოში 11-26 მაისს ვაზიანის სასწავლო პოლიგონზე სამხედრო წვრთნები Noble Partner (ღირსეული პარტნიორი) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკული ტანკები და საბრძოლო მანქანები მიიღებენ.

ამერიკის არმიის ჯავშანსატანკო 1 ბრიგადა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ მიემართებიან ამერიკული ტანკები საქართველოსკენ.

“Noble Partner საქართველოს და აშშ-ის ევროპის არმიის სამხედრო წვრთნებია, რომელიც 11-26 მაისს ვაზიანის სასწავლო სივრცეში ჩატარდება. მასში მონაწილეობას 500 ქართველი, 150 ბრიტანელი და 650 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ეს წვრთნა საქართველოს ტრენინგის უმნიშვნელოვანეს ნაწილია მისი კონტრიბუციისთვის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) და აძლიერებს საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვით შესაძლებლობებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრი არ არის, ის ნატოს სხვა პარტნიორებთან ერთად NRF-ის კონტრიბუაციას ახორციელებს”, – აცხადებენ ამერიკის არმიის ჯავშანსატანკო 1 ბრიგადაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი