ახალი ამბები

TI: საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა

4 მაისი, 2016 • 4138
TI: საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა

“საერთაშორისო გამჭვირველობა – საქართველოს” (TI Georgia) ინფორმაციით, 2016 წელს საქართვლოში ინტერნეტს მომხმარებელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა.

ორგანიზაციის ცნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით, კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2016 წლის 16-28 მარტს ჩაატარა, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2032 მოქალაქე.

კითხვაზე, რამდენად ხშირად სარგებლობთ ინტერნეტით, გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომ ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. გასული წლის კვლევის შედეგებით, ყოველდღიურად ინტერნეტს მხოლოდ 35% იყენებდა.

TI-ის კვლევის შედეგები

“ამავე კვლევის თანახმად, შემცირებულია, თუმცა კვლავინდებურად მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არასოდეს სარგებლობენ ინტერნეტით. მათი რაოდენობა 43%-ს აღწევს, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. ანალოგიური გამოკითხვა 2013 წელსაც ჩატარდა. მაშინ ინტერნეტით მოსახლეობის 47% არ სარგებლობდა. ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ინტერნეტის მოხმარება მოსახლეობაში მზარდია,” – აცხადებს TI

ამავე კვლევით, 2016 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 1%-მა დააფიქსირა აზრი, რომ არ იცის, რა არის ინტერნეტი, რაც 2015 წლის მონაცემს ემთხვევა.

ყველაზე ხშირად ინტერნეტს სოციალური ქსელების მოხმარების მიზნით იყენებენ. მაღალია ინტერნეტის, როგორც ახალი ამბების მოძიების წყაროს გამოყენების მაჩვენებელიც.

საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ია. ინტერნეტის მომხმარებელთა 40%-ზე მეტი კი Odnoklasniki-თაც სარგებლობს. Twitter-ის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში უმნიშვნელოა.
13151864_1044741932267082_1408206352335216134_n

IRI-ის მიერ 2016 წლის მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 34% ამბობს, რომ ინტერნეტით ყოველდღე სარგებლობს, 4% ამბობს, რომ ინტერნეტით სარგებლობს კვირაში 5-6-ჯერ მაინც, 6% – კვირაში 3-4-ჯერ, ხოლო 3% – კვირაში 1-2-ჯერ.
რაც შეეხება პოპულარულ სოციალურ ქსელებს, ინტერნეტის მომხმარებელთა 83% ამბობს, რომ ყველაზე ხშრად Facebook-ზე შედიან, Odnoklasniki.ru-ს კი 32% ასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი