ახალი ამბები

აპრილში ყველაზე მეტი ფული “პატრიოტთა ალიანსს”, “ოცნებას” და “გირჩს” შეწირეს [ინფოგრაფიკა]

4 მაისი, 2016 • 1807
აპრილში ყველაზე მეტი ფული “პატრიოტთა ალიანსს”, “ოცნებას” და “გირჩს” შეწირეს [ინფოგრაფიკა]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის აპრილში პოლიტიკურმა სუბიექტებმა 604 526 ლარი ოდენობის შემოწირულობა მიიღეს. ეს თანხა აღემატება   პარტიებისთვის  მიმდინარე წლის პირველი სამი თვის (იანვარი, თებერვალი, მარტი) განმავლობაში შეწირული თანხის ოდენობას.  2016 წლის პირველ სამ თვეში პარტიებს სულ 425 154 ლარი შესწირეს.

აპრილის მონაცემებით, ყველაზე მეტი თნხა მოქალაქეებმა პატრიოტთა ალიანსს (268 500.5 ლარი), ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს (149 020) და ახალ პოლიტიკურ ცენტრ “გირჩს” (124 000 ლარი) შესწირეს. მიღებული შემოწირულობების თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში მეოთხე ადგილზეა ლეონიდ ჩერნოვეცკის “ბედნიერი საქართველოსთვის”.

Create pie charts

აპრილში შემოწირულობა არ მიუღიათ “თავისუფალ დემოკრატებსა” და ეროვნულ ფორუმს.

ყველაზე მსხვილი თანხა ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საკრებულოს წევრმა მანუჩარ მაჩაიძემ შესწირა თავის პარტიას, პატრიოტთა ალიანსს – 60 ათასი ლარი. ბიზნესმენმა გიორგი ბურჭულაძემ 50 ათასი ლარი შესწირა “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”. 28 000 ლარი მიიღო “გირჩმა” მიხეილ ჯანიაშვილისგან. შემწირველების ჩამონათვალს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე.

2016 წლის პირველი სამი თვის [იანვარ-მარტი] განმავლობაში საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა 428 476 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს ფიზიკური პირებისგან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს, რომ მიღებული თანხების თვალსაზრისით ლიდერობდა ახალი პოლიტიკური ცენტრი (გირჩი), მეორე ადგილზე პატრიოტთა ალიანსი იყო, ხოლო მესამეზე – კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზაცია “ბედნიერი საქართველოსთვის”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი