ახალი ამბები

კოსოვო უეფას 55-ე წევრია [ფოტო]

3 მაისი, 2016 • 1369
კოსოვო უეფას 55-ე წევრია [ფოტო]

დღეს, 3 აპრილს, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა კოსოვო 55-ე წევრად მიიღო.

უეფას კონგრესზე 28 ქვეყანამ მხარი დაუჭირა უეფაში კოსოვოს მიღებას, 24 წინააღმდეგი იყო, ორმა კი თავი შეიკავა. მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის იყო სერბია, რომელიც დღემდე არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

უეფაში გაწევრიანების შემდეგ, კოსოვოში იმედოვნებენ,  რომ მათ საფეხბურთო ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საკვალიფიკაციო ეტაპის დაჩქარებული წესით გავლის შანსს მისცემენ.

კოსოვოს დამოუკიდებლობას 100-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს, თუმცა მათ შორის არაა საქართველო.

კოსოვოს ნაკრების მხარდამჭერები © EPA/ARMANDO BABANI

მასალების გადაბეჭდვის წესი