ახალი ამბები

პრეზიდენტი და მთავრობის წევრები საპატრიარქოში სააღდგომო ვახშამზე

2 მაისი, 2016 • 1258
პრეზიდენტი და მთავრობის წევრები საპატრიარქოში სააღდგომო ვახშამზე

1 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან, დეპუტატებთან, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან ერთად საპატრიარქოში აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ვახშამს დაესწრო. მიღებას ესწრებოდა “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკიც.

პრემიერის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ვახშამზე არ იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცეპრემიერი კახი კალაძე, რომლებიც მანამდე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრნენ. უცნობია, იყო თუ არა მიწვეული, ან რატომ არ დაესწრო პატრიარქთან ვახშამს კვირიკაშვილი.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოხუცთა პანსიონატებისათვის 15 780 ლარი გამოიყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა სადღესასწაულო ვახშამს მოხმარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი