ახალი ამბები

დე ვაალი: საქართველო ცდილობს, რომ დაბლოკოს თურქეთის სავაჭრო ურთიერთობები აფხაზეთთან

1 მაისი, 2016 • 1306
დე ვაალი: საქართველო ცდილობს, რომ დაბლოკოს თურქეთის სავაჭრო ურთიერთობები აფხაზეთთან

“კარნეგი ევროპის” ანალიტიკოსი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი DF Watch-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართვე;ლო ცდილობს, დაბლოკოს თურქეთის სავაჭრო ურთიერთობები აფხაზეთთან.

დე ვაალი ამბობს, რომ ბევრი შეცდომაა დაშვებული და ბევრი შესაძლებლობაა ხელიდან გაშვებული, თუმცა რჩება შესაძლებლობა, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ წარმატებული პოლიტიკა აფხაზეთის არაღიარებისა. იმაზე საუბარი, რომ იგი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, აფხაზებისკენ მიმავალ გზებს კეტავს.

“მე ვფიქრობ თურქეთზე, რომელიც არის რუსეთის ალტერნატივა აფხაზებისთვის, იმის გამო, რომ თურქეთში აფხაზების დიასპორა ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც დაიძაბა თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, უკეთესი იქნებოდა, რომ საქართველოს წაეხალისებინა და კანონის ჩარჩოში მოექცია თურქეთის ვაჭრობა აფხაზეთთან. საქართველო ცდილობს, რომ დაბლოკოს და ხელი შეუშალოს. თურქეთის ვაჭრობა აფხაზეთთან არის რუსეთის ალტერნატივა”, – ამბობს დე ვაალი.

კითხვაზე, თუ რა იქნება შემდეგი საუკეთესო ნაბიჯი ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისათვის, დე ვაალი პასუხობს, რომ აფხაზეთის საუკეთესო არჩევანი რუსეთისგან ავტონომიურობის შენარჩუნება იქნება, რაც მათ უფრო მეტად დააკავშირებს დანარჩენ მსოფლიოსთან.

“ვფიქრობ, რომ აფხაზეთისთვის საუკეთესო არჩევანი რუსეთისაგან გარკვეული ავტონომიიის შენარჩუნება იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზების მომავალი თაობა თავისით მიიღებს გადაწყვეტულებას, საქართველოსთან ურთიერთობა გაანხლოს თუ არა.

ეს აფხაზეთს შეანარჩუნებინებს უფრო მეტ ღიაობას დანარჩენ მსოფლიოსთან  ვაჭრობისა და გადაადგილების თავისუფლების კუთხით – აფხაზებს მიეცემათ საშუალება, რომ იმოგზაურონ, რაც მათ შეუძლიათ გარკვეული შეზღუდვების ფონზე, და აგრეთვე მისცემს საშუალებას , რომ განათლება მიიღონ საზღვარგარეთ.

თუკი აფხაზებს საშუალება ექნებათ, რომ გამოიყენონ ერასმუსის პროგრამები ევროპის კავშირში ნეიტრალური სტატუსის დათქმით, ეს ნიშნავს, რომ აფხაზებს ევროპაში სწავლის უფლება მიეცემათ. არ შემიძლია ეს მივიჩნიო საქართველოს ინტერესებისთვის საფრთხედ”, – ამბობს დე ვაალი.

ანალიტიკოსმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზეც, რომ 2008 წლის შემდეგ აფხაზეთის დამაოუკიდებლობის აღიარებით, ვითარება შეიცვალა და რუსეთი აშკარად გახდა გადამწყვეტი ფაქტორი ამ კონფლიქტში.

დე ვაალის თქმით, არც ისაა კარგი, რომ ქართული მხარე რუსეთზეა ფოკუსირებული და აცხადებს, რომ “რაც გვჭირდება, არის რუსეთის ჯარების მიერ აფხაზეთის დეოკუპაცია”, რადგან ეს კონფლიქტი 1980-იან და 1990-იანი წლების დასაწყისში ჩაისახა, მანამდე კი -1920-იანი წლების დასაწყისიდან.

“ეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხია” – ამბობს დე ვაალი.

 

ინტერვიუ დღეს, 30 აპრილს გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი