ახალი ამბები

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

30 აპრილი, 2016 • 2539
ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

კანადის ქალაქ მონრეალში სტარტი აიღო მსოფლიო თასის გათამაშებამ ეტლით ფარიკაობაში. საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ხმლით მოფარიკავეებს შორის გამართულმა შეჯიბრებამ ირმა ხეცურიანს წელს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ირმა ხეცურიანი

ირმა ხეცურიანი

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ქართველმა პარასპორტსმენმა, საკვალიფიკაციო ტურნირი მძიმედ დაიწყო, თუმცა შემდეგ შეძლო კონცენტრაცია და მეოთხედფინალურ დუელში ამერიკელ დე მოლოს აჯობა, ნახევარფინალში კი ჩანდლერი ჩამოიშორა.

კომიტეტის ცნობით, ფინალში ირმას მეტოქე ფრანგ სოფი საბლონი იყო, რომელთანაც საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხი განიცადა, თუმცა ამჯერად ქართველმა მეტოქეს რევანში გაცილებით უფრო მნიშვნელოვან დროს აუღო. ფინალური დუელი ირმა ხეცურიანის გამარჯვებით 15-13 დასრულდა.

შაბათს ირმა ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობაში გამოვა, სადაც მომავალი ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოლებს.

  • ქავერის ფოტო გამოყენებულია მასალის ილუსტრაციისთვის © Vladimer Valishvili/UNDP

მასალების გადაბეჭდვის წესი