ახალი ამბები

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

29 აპრილი, 2016 • 1715
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ქუთაისში, ბალახვანის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი იტყობინება, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 29 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი