ახალი ამბები

IRI: არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ბურჭულაძის ორგანიზაციას 12% მისცემდა ხმას

28 აპრილი, 2016 • 1428
IRI: არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ბურჭულაძის ორგანიზაციას 12% მისცემდა ხმას

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახამდაც, თუკი პაატა ბურჭულაძის “საქართველოს განვითარების ფონდი” არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის მესამე ადგილზე გავა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ.

კითხვაზე: “რომელ პოლიტიკურ პარტიას ან ორგანიზაციას მისცემდით ხმას, თუკი არჩევნები ჩატარდებოდა მომავალ კვირას და მონაწილეობას მიიღებდნენ ეს პარტიები?” გამოკითხულთა 19% პროცენტი ასახელებს კოალიცია ქართულ ოცნებას, 18% –  ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 12% –  ბურჭულაძის “საქართველოს განვითარების ფონდს”, 10% – თავისუფალ დემოკრატებს, 7% – ლეიბორისტულ პარტიას, 3% – გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას, 1% – თავისუფალ საქართველოს.

IRI-ის კვლევის შედეგები

IRI-ის კვლევის შედეგები

ხოლო შემდეგი ფორმულირებით დასმულ შეკითხვაზე: “თუ პარტიები დამოუკიდებლად, კოალიციის გარეშე მიიღებდნენ მონაწილეობას, ვის მისცემდით ხმას?” პასუხები ასეთია: 19% – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, 18% – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 12% – პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი, 11% – თავისუფალი დემოკრატები, 8% – ლეიბორისტული პარტია, 4% – პატრიოტთა ალიანსი, 3% – გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, 1% – რესპუბლიკური პარტია.

IRI-ის კვლევის შედეგები

IRI-ის კვლევის შედეგები

IRI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები IPM Research-მა ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). გამოკითხვა ჩატარდა 12 მარტი – 2 აპრილის პერიოდში.

შერჩევა შეადგენს 1500 ადამიანს და რეპრეზენტატულია ასაკის, გენდერის, განათლების, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით.

ცდომილების მაჩვენებელია პლუს/მინუს 2.5%

მასალების გადაბეჭდვის წესი