ახალი ამბები

IRI: პაატა ბურჭულაძე 75%-ს მოსწონს, დავით სერგეენკო – 64%-ს

28 აპრილი, 2016 • 1815
IRI: პაატა ბურჭულაძე 75%-ს მოსწონს, დავით სერგეენკო – 64%-ს

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახამდაც, გამოკითხულთა 75%-ს პაატა ბურჭულაძე მოსწონს.

კითხვაზე, “გვითხარით თქვენი მოსაზრება ქართველ პოლიტიკოსებთან და სხვა ცნობილ პირებთან დაკავშირებით”, გამოკითხულმა 75%-მა განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე მოსწონს, 64% – დავით სერგეენკო, 60% -ირაკლი ალასანია, 60% – გიორგი მარგველაშვილი, 56% – გიორგი კვირიკაშვილი, 54%- დავით ბაქრაძე, 50% – შალვა ნათელაშვილი, დავით უსუფაშვილი – 48%, კახა კალაძე – 36%, თეა წულუკიანი – 35%, ლევან ბერძენიშვილი – 32%, ნიკა მელია – 31%, ზვიად ძიძიგური – 28%, თინა ხიდაშელი – 27%, ირმა ინაშვილი – 26%.

 

IRI-ის კვლევის შედეგები

IRI-ის კვლევის შედეგები

IRI-ის კვლევის შედეგები

IRI-ის კვლევის შედეგები

IRI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები IPM Research-მა ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). გამოკითხვა ჩატარდა 12 მარტი – 2 აპრილის პერიოდში.

შერჩევა შეადგენს 1500 ადამიანს და რეპრეზენტატულია ასაკის, გენდერის, განათლების, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით.

ცდომილების მაჩვენებელია პლუს/მინუს 2.5%

მასალების გადაბეჭდვის წესი